საგადასახადო კომიტეტის პრეზენტაცია

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში შეიქმნა საგადასახადო კომიტეტი, რომელსაც უხელმძღვანელებს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის წარმომადგენელი, აუდიტორი მიხეილ ჭელიძე. საგადასახადო კომიტეტის პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო რედისონში, რომლის გახსნასაც სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის თავჯდომარე კახა კოხრეიძე.

პრეზენტაციაზე მოხდა საგადასახადო კომიტეტის მთავარი მიზნების წარდგენა ბიზნეს საზოგადოების წინაშე, რომელიც მდგომარეობს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებისა და უზუსტობების შესწავლასა და რეკომენდაციების მომზადებაში საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწის და ადაპტირების კუთხით.

საგადასახადო კომიტეტის მუშაობაში ჩართული იქნებიან კერძო სექტორის საგადასახადო სფეროს სპეციალისტები, რომელთა მიერ მომზადებული შენიშვნების და ინიციატივების განხილვა რეგულარულ რეჟიმში მოხდება ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შემდგომში საკანონმდებლო ინიცირების მიზნით.



კომენტარის დატოვება