საშემოსავლო და მოგების გადასახადის ადმინისტრირება

2018 წლის 2 თებერვლიდან მიმდინარეობს ფინანსური ოფისის მმართველი პარტნიორის ბატონი მიხეილ ჭელიძის ტრენინგები საშემოსავლო და მოგების გადასახადის ადმინისტრირებაში.

ამ ტრენინგის გავლის შემდგომ დამსწრეს შეეძლება სრული ნავიგაცია საშემოსავლო და მოგების გადასახადთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხში.
ტრენინგზე პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე დეტალურად განხილული იქნება:
· საშემოსავლო გადასახადი (ყველა დაბეგვრის ობიექტი, გათავისუფლება);
· სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები (მიკრო და მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადი);
· მოგების გადასახადი (ყველა დაბეგვრის ობიექტი, გათავისუფლება);
· მოგების გადასახადის ძველი და ახალი რეჟიმების (ესტონური მოდელი) შედარება;
· ერთობლივი შემოსავალი და გამოქვითვები (ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი);
· ფიზიკური პირების სარგებლის თანხის განსაზღვრა;
· მივლინების და საწვავის ჩამოწერების დოკუმენტალური აღრიცხვა;
· არარეზიდენტებზე გადახდილი თანხების დაბეგვარა და ორმაგი დაბეგვრისგან თავის აცილება;
· შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები (საკასო და დარიცხვის მეთოდები);
· სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესი (სმფ-ების აღრიცხვა, ჩამოწერა);
· თანამფლობელობა (ამხანაგობა);
· გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი;
· მოგების დეკლარაციის შევსება;
· სიტუაციური სახელმძღვანელოების (მენუალების) განხილვა;
· თემატიკასთან დაკავშირებული სანქციების განხილვა (ჯარიმა, საურავი);
ტრენინგზე გამოყენებული კანონმდებლობა:
· საქართველოს საგადასახადო კოდექსი
· გადასახადების ადმინისტრირების შესახებ – ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996
· შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოები (მენუალები)
· თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკანონმდებლო აქტები (მივლინება, საწვავის ჩამოწერა)
ტრენინგი გაიმართება:
2018 წლის 02; 07; 09; 16; 21; 23; 28; თებერვალს 19:00-დან 22:00 საათამდე (შვიდი ლექცია)
მისამართი:
ქ. თბილისი; ცოტნე დადიანის N7, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი ქარვასლა, პირველი სართული, საკონფერენციო დარბაზი.
GSMEA-ს წევრებისთვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.


კომენტარის დატოვება