MSI Global Alliance-მა და ACCA-მ ურთიერთგაგების მემორანუმი გააფორმეს

Msi Global Alliance                                                                                   

ლონდონი, 9 ივლისი, 2018 წელი

ACCA და MSI Global Alliance ხელს აწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რათა განავითარონ იურიდიული და ბუღალტრული უნარ-ჩვევები

ACCA (სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაცია) და MSI Global Alliance-მა, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა დამოუკიდებელმა, იურიდიული და ბუღალტრული ფირმების საერთაშორისო ასოციაციამ, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ისეთ პროექტებზე სათანამშრომლოდ, რომლებიც მიზნად ისახავს იურიდიული და ბუღალტრული პროფესიების უნარ-ჩვევების განვითარებას.

შეთანხმების შედეგად, ორივე მხარე ვალდებულებას იღებს, მოაწყოს ერთობლივი ღონისძიებები და ითანამშრომლოს გლობალურ ბაზრებთან ისეთ ინიციატივებზე, რომლებიც მიიზიდავს ბუღალტრული და ფინანსური ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს.

ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერა ჰელენ ბრენდ ობემ (ACCA-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი) და ტიმოთი უილსონმა (MSI Global Alliance-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი) ცერემონიაზე, რომელიც გაიმართა 5 ივლისს, ACCA-ს სათაო ოფისში, ლონდონში.

ჰელენ ბრენდ ობე, ACCA-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი აცხადებს, „ვინაიდან ბიზნესი  განვითარებას განაგრძობს ახალ გლობალურ სფეროებში, ამდენად უაღრესად მნიშვნელოვანია მასთან ერთად განვითარდეს ბუღალტრულ და იურიდიულ პროფესიებთან დაკავშირებული პროფესიული უნარ-ჩვევები. ისეთ ორგანიზაციასთან პარტნიორობით, როგორიც გახლავთ MSI Global Alliance, ჩვენი წევრები ისარგებლებენ მსოფლიოში არსებულ მულტიდისციპლინურ ფირმებში მომუშავე პროფესიონალთა ცოდნითა და გამოცდილებით.

„მაგალითად, ACCA-ს ბიზნეს სამართლის გლობალურ ფორუმზე, უკვე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმას, თუ როგორ შეუძლია იურიდიულ სისტემებს, დაიცვას სწორი ბალანსი სამეწარმეო ინიციატივის წახალისებასა და დაინტერესებული მხარისა და საზოგადოებრივი ინტერესის აუცილებელ დაცვას შორის. ვიმედოვნებ, რომ ეს პარტნიორობა გააღრმავებს და გააძლიერებს ჩვენს პროფესიებს შორის არსებულ თანამშრომლობას, ასეთ მნიშვნელოვან სფეროებთან დაკავშირებით.“

ტიმოთი უილსონი, MSI Global Alliance-ის  აღმასრულებელი ხელმძღვანელი, აცხადებს: „იურიდიული და ბუღალტრული პროფესიები იზიარებენ საერთო ინტერესებსა და გამოწვევებს. თითოეული პროფესიისთვის, ტექნოლოგიისა და ციფრირების ზემოქმედება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და კლიენტები ორივე მათგანისგან უფრო მეტ დამატებით ღირებულებას მოელიან.

„ჩვენი მულტიდისციპლინური პროფესიონალური მომსახურების ფირმების წევრები, უკვე ასეთი გამოწვევების წინა ხაზზე იმყოფებიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაძლებლობა, წვდომა გქონდეს ACCA-ს გლობალურ ქსელთან და კვლევებთან, შეუფასებელი რესურსი იქნება 21-ე საუკუნის ბიზნეს ხელმძღვანელისთვის საჭირო ნიჭის განვითარების საქმეში.“

 

სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ მოცემული ლინკის საშუალებით:

ACCA and MSI Global Alliance sign MoU to strengthen legal & accountancy skills



კომენტარის დატოვება