დამატებითი ტრენინგის სესია ანგარიშგებების მომზადებასთან დაკავშირებით

აუდიტორული კომპანია “ფინანსური ოფისი” და სადაზღვეო კომპანია “ალდაგი” მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, აცხადებს ტრენინგის დამატებით სესიას მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის, რათა სრულფასოვნად და დროულად შეძლონ საწარმოებმა წარადგინონ ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა (SARAS).

ახალი რეგულაციების თანახმად 1 ოქტომბრამდე წლიური ანგარიშის მომზადება და ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებსაც მოეთხოვებათ.

აუდიტორული კომპანია „ფინანსური ოფისის“ მმართველი პარტნიორი მიხეილ ჭელიძე დარგის სპეციალისტებთან ერთად ჩაატარებს უფასო ტრენინგს რეგისტირებული მსურველების მე-2 ნაკადისთვის 26 სექტემბერს, 17:00-19:00 საათზე, ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში არსებულ საკონფერენციო დარბაზში.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • მარეგულირებელი კანონმდებლობის, კომპანიების ვალდებულებების, არსებული შეღავათებისა და რისკების მიმოხილვა;
  • მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის მიმოხილვა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის მიმოხილვა (ფასს) მცირე და საშუალო საწარმოებისათვის;
  • ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) პორტალზე კომპანიის რეგისტრაცია და კანონის შესაბამისად ანგარიშგების ატვირთვა.

ტრეინინგზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2m80Tv0



კომენტარის დატოვება