ალდაგი თავის კლიენტებს ფინანსური ოფისის სერვისების მიღებაში დაეხმარება

სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” თავის კლიენტ კომპანიებს “ფინანსური ოფისის” მომსახურების შესყიდვას მნიშვნელოვნად დაუფინანსებს.

„ალდაგსა“ და “ფინანსურ ოფისს” შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ალდაგი თავისი კლიენტებისათვის 100,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსების ბიუჯეტს გამოყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალდაგი თავის კლიენტ კომპანიებს ფინანსური ოფისის სერვისების მიღებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„ჩვენი მიზანია, ჩვენს კლიენტ კომპანიებს დავეხმაროთ ოპერირების პროცესში, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის წარმატებულად ფუნქციონირება, გაფართოება და განვითარება. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა წამყვან პროვაიდერ კომპანიებთან, რათა ჩვენს კლიენტებს მაქსიმალურად მორგებული სერვისები და ფასები შევთავაზოთ“, – განაცხადა „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.

აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისი დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი საერთაშორისო ასოციაცია MSI Global Alliance-ის წევრი და საქართველოში ერთადერთი წამომადგენელია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ბუღალტრულ და აუდიტორულ, ისე საგადასახადო მომსახურებას.



კომენტარის დატოვება