fbpx

5 ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ იმოქმედოთ, როდესაც არ გრძნობთ მოტივაციას

 

ძნელია თქვენი სხეულის ამოქმედება, როდესაც არ გრძნობთ თავს მზად რაიმეს საკეთებლად. ცდილობთ გადადოთ ის სატელეფონო ზარი, რომელიც უნდა განახორციელოთ, ან ცდილობთ თავს აიძულოთ დასრულდეს სახლის რემონტი, ამ შემთხვევაში მოტივაციის ნაკლებობა შეიძლება სერიოზულ პრობლემად გარდაიქმნას.

საბედნიეროდ, ამ ფსიქოლოგიურ ხრიკებს შეუძლიათ თქვენი გონება და სხეული ისე დააკავშიროს ერთმანეთს, რომ თავისუფლად გააკეთოთ ყველა საქმე.

1.  გამოიყენეთ 10 წუთის წესი

როდესაც ცდილობთ საკუთარი თავი დაარწმუნოთ გააკეთოს ისეთი რამ, რაც საჭიროა – იქნება ეს სახლის დალაგება თუ თქვენი ინბოქსის – გამოიყენეთ 10-წუთის წესი. თქვით რომ, ეს მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში უნდა გააკეთოთ.

10 წუთის გასვლის შემდეგ, მიეცით თავს უფლებას შეწყვიტოთ მუშაობა. ეს ერთგვარად კარგი შანსი იქნება თავად გადაწყვიტოთ შემდეგ გააგრძელებთ თუ არა საქმის კეთებას.

დაწყება, როგორც წესი, ყველაზე რთული ნაწილია. და როდესაც უკვე დაიწყეთ ქმედება, ჩვეულებრივ განაგრძობთ კიდეც.

2. შექმენით სია მიზეზებისა “რატომ”

თქვენს ემოციებს შეუძლია დაგარწმუნოთ გააკეთოთის, რისი გაკეთებაც არ გსურთ. ლოგიკური ჩამონათვალის შექმნა იმ მიზეზებისა თუ რატომ გააკეთოთ რაიმე, დაგეხმარებათ დამატებითი მოტივაციის მოპოვებაში.

მაგალითად, შეიძლება გინდოდეთ ყოველდღე მუშაობის შემდეგ სპორტ დარბაზში წასვლა, მაგრამ სულ გეფიქრებათ “დავიღალე. მოდი უბრალოდ სახლში წავალ.” თუ ეს ასეა, მაშინ შექმენით მიზეზების ჩამონათვალი, რის გამოც უნდა ივარჯიშოთ.

წაიკითხეთ ეს სია ყოველთვის ოფისიდან გასვლამდე. გაახსენეთ საკუთარ თავს ყველა ლოგიკური მიზეზით, რის გამოც ვარჯიში კარგია, ეს კი დარბაზში წასვლის მოტივაციას მოგცემთ.

 

3. დააყენეთ თავი წარმატების რეჟიმზე

თუ ცდილობთ რეგულარული ჩვევის დამკვიდრებას – მაგალითად, დილაობით სირბილს – თქვენი თავი უნდა დააყენოთ ამ რეჟიმზე.

გააკეთეთ ყველაფერი, რაც გაგიადვილდებათ კარგი ჩვევის დამკვიდრებას. დაალაგეთ ბოტასები საწოლის გვერდით და მოამზადეთ ტანსაცმელი. დააყენეთ მაღვიძარა და ადრე წადით დასაძინებლად.

მთავარი მიზანია თავიდან აირიდოთ ყველა წინააღმდეგობა, რომლებიც გზიდან გადაგახვევინებთ. ამ შემთხვევაში ნამდვილად გაგიჭირდებათ მიზეზების პოვნა თუ რატომ არ იმოქმედეთ.

 

4. გააკეთეთ მოქმედების ვიზუალიზაცია

დამიანები ხშირად წარმოიდგენენ, თუ როგორ აღწევენ საკუთარ მიზნებს. ისინი თვლიან, რომ წარმატების მიღწევის წარმოსახვა მეტ მოტივაციას მისცემს.

მაგრამ კვლევის თანახმად აშკარაა – საკუთარი თავის ვიზუალიზაციას ფინიშის ხაზთან, უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სიკეთე. როდესაც წარმოიდგენთ, როგორ იღებთ ჯილდოს, თქვენი გონება ისე რეაგირებს, თითქოს რეალურად მიაღწიეთ მიზანს. ამრიგად, თქვენი მოტივაცია მიზნისთვის საბრძოლველად იკლებს.

ასე რომ, მოახდინეთ მოქმედებების ვიზუალიზაცია და არა მონაპოვარით ტკბობის. წარმოიდგინეთ, როგორ უმკლავდებით ყველა სტრესულ გარემოებას, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შეგხვდებათ, და თქვენი მიზნის მიღწევას უფრო მარტივად შეძლებთ.

 

5. ჩამოაყალიბეთ საბოლოო ვადები „ახლა“

კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენ დავალებები კატეგორიზაციას ვაწარმოებთ, როგორც საგნებზე, რომლებზეც „ახლა“ უნდა ვიმუშაოთ ან „მოგვიანებით“. როდესაც ჩვენ რაღაც საქმეს ვაფასებთ, როგორც „მოგვიანებით“ გასაკეთებელს, უკვე დიდი შანსია, რომ მას გადავადებთ. ჩვენი ტვინი კი ყოველთვის სწორად არ ახდენს კატეგორიების განაწილებას.

მოდით ვთქვათ, რომ ანგარიში გაქვთ ჩასაბარებელი შემდეგი ოთხშაბათისთვის ხოლო ოთხშაბათი მოდის მიმდინარე თვის ბოლო დღეს. თქვენი ტვინი, სავარაუდოდ, ამ კატეგორიას დაასახელებს როგორც „ახლა“ გასაკეთებელს.

მაგრამ ვთქვათ, ოთხშაბათი უწევს მომდევნო თვის პირველ დღეს. მეტად სავარაუდოა, რომ ეს დავალება მოხვდეს „მოგვიანებით“ გასაკეთებელთა კატეგორიაში, უბრალოდ იმიტომ, რომ ის ახალ თვეშია.

შეზღუდეთ თქვენი გონება პროკრასტინაციისგან მცირე მიზნების შექმნით, რომელთა მოგვარებაც ახლა შეგიძლიათ. იმის ნაცვლად, რომ უთხრათ საკუთარ თავს, რომ 10-გვერდიანი ანგარიში გაქვთ 1 ივლისს ჩასაბარებელი, ყოველდღე დაწერეთ ერთი გვერდი. ან დაინიშნეთ 30 წუთი ყოველდღე დავალებაზე სამუშაოდ.

ფიქრი, რომ “ჩემი მიზანია პარასკევისთვის სამი გვერდის დაწერა”, თქვენს მიერ შესასრულებელ ამოცანას “ახლა” გასაკეთებელ კატეგორიად გადაიქცევა. თქვენი ტვინი უფრო მოტივირებული იქნება, რომ საქმე სწრაფად მოგვარდეს.



კომენტარის დატოვება