ჩვენ შესახებ

ფინანსური ოფისი –  არის აუდიტორული და ბუღალტრული კომპანია, რომელიც უკვე წლებია ქმნის კომფორტულ გარემოს თქვენი ბიზნესისთვის. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, როგორც საბუღალტრო და საგადასახადო, ასევე აუდიტორულ მომსახურებას.  ფინანსური ოფისი ორიენტირებულია მომხმარებლის საქმიანობის სპეციფიკაზე და შესაბამისად უზრუნველყოფს  მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდით. ფინანსური ოფისი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მომსახურების ხარისხსა და სანდოობას.

ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ მცირე და საშუალო ზომის კომპანიას დავეხმაროთ, რომ მათი აღრიცხვა-ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, შევთავაზოთ მათ მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.

პარტნიორული მიდგომით იქმნება ყველა კომპანიაზე ინდივიდუალურად მორგებული სტრუქტურა, რომლის დახმარებითაც ბევრად მარტივია კომპანიის საქმიანობის ფინანსური და სამართლებრივი კუთხით წარმართვა.

თანამშრომლობის პერიოდში ხდება პროცესების ოპტიმიზაცია, რაც ხელს უწყობს რისკების მართვასა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობას.

ფინანსური ოფისის მიერ დანერგილი ინოვაციური მიდგომები ჩვენს პარტნიორებს ხელს უწყობს სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში.

ეძებთ მაღალი ხარისხის მრჩეველს?