ბიზნესის განვითარების პირველი საერთაშორისო ფორუმი

2013 წლის 20 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით ბიზნესის განვითარების პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა, რომლის მხარდამჭერები არიან USAID-CAUCASUS, EPI, European Bank for Reconstruction and Development და GSMEA. აუდიტორულმა კომპანია ფინანსურმა ოფისმა გამოფენის ფორმატში წარმოადგინა თავისი ინოვაციური პროდუქტები და მიდგომები საკონსულტაციო სექტორში. ასევე წარდგენილი იქნა ბიზნესის მხარდაჭერის პორტალი ბიზნეს ნავიგატორი და მოხდა განვლილი პერიოდის შეჯამება.

ბიზნესის განვითარების პირველ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ბანკები, საინვესტიციო, დონორი, საერთაშორისო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ასევე ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიები.



კომენტარის დატოვება