მარაგების მართვა: მართე ბიზნეს-პროცესები ეფექტურად

ვებინარის შინაარსი

მარაგების სწორი მენეჯმენტი აუცილებელია კომპანიის გამართულად ფუნქციონირებისათვის. ამიტომაც, საჭიროა, რომ ქართულ ბაზარზე  გააზრებული იყოს მარაგების სწორი მართვისა და აღრიცხვის მნიშვნელობა.  ვებინარზე დეტალურად განვიხილავთ მარაგების მართვის მეთოდებს ბიზნესის სხვადასხვა დარგის მიხედვით, მარაგების მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებს. გარდა ამისა, შემოგთავაზებთ ინვენტარიზაციასთან დაკავშირებულ როგორც პრაქტიკულ, ასევე ბუღალტრულ რეკომენდაციებს.

ვებინარის მიზანი

ვებინარი დაგეხმარებათ უკეთ მართოთ მარაგები და შეამციროთ ამ პროცესთან დაკავშირებული ხარჯები და რისკები. დაფიქრდეთ, თუ რატომ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მარაგების მართვის გაციფრულება და მარაგების მიმოსვლაზე კონტროლის გაზრდა. ასევე, თქვენი ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, განვსაზღვროთ ინვენტარიზაციის ჩატარების ხანგრძლივობისა და პროცესების საჭიროება.

ვისთვის არის განკუთვნილი ვებინარი:

  • მაღალი რგოლის მენეჯერები;
  • საოპერაციო მენეჯერები;
  • ფინანსური დირექტორები;
  • ბუღალტრები;
  • საწყობის უფროსები;
  • ყველა, ვისაც სურს განიმტკიცოს ცოდნა მარაგების მართვისა და ინვენტარიზაციის ძირითად პროცესებში და იყოს კონკურენტული ბაზარზე.

რა თემებს განვიხილავთ:

  • როგორ ვმართოთ მარაგები
  • როგორი ტიპის აღრიცხვა ვაწარმოოთ
  • რა განსხვავებაა ძირითად საშუალებებს და მარაგებს შორის
  • მარაგების მენეჯმენტის სპეციფიკა ბიზნეს-სექტორების მიხედვით
  • მარაგების ოპტიმალური განლაგება
  • ხშირად წარმოქმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის სტრატეგიები
  • პრაქტიკული მაგალითები და რეკომენდაციები

სპიკერები:

ვებინარს გაუძღვებიან ფინანსური ოფისის ექსპერტები

  • ნიკოლოზ გურგენიძე – მარაგების მართვის ხელმძღვანელი და ქონების შემფასებელი
  • ბაჩანა ბოჭორიშვილი – მთავარი ბუღალტერი

ორგანიზაციული დეტალები:

  • თარიღი: 25 მაისი
  • დრო 16:00-18:00
  • ჩატარების ადგილი: Zoom
  • ღირებულება: უფასო

ვებინარის ბოლოს შეგეძლებათ დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები.
ყველა მონაწილეს ექნება ვებინარის ჩანაწერზე მუდმივი წვდომა.

რეგისტრაცია ვებინარზე



კომენტარის დატოვება