რა არის დღგ, რას ნიშნავს დღგ-ს ჩათვლა და რა პრინციპით იხდის მას საბოლოო მომხმარებელი?

  • რა არის დღგ?

დღგ, იგივე დამატებული ღირებულების არის 6 ძირითადი გადასახადიდან ერთ-ერთი, კერძოდ პროდუქტის თვითღირებულებაზე ფასნამატის შემდეგ მიღებულ თანხას ემატება დღგ-ს გადასახადი და ასე დგინდება გასაყიდი ფასი, შესაბამისად გამოდის, რომ პროდუქტის შესყიდვისას, დღგ-ს იხდის საბოლოო მომხმარებელი, სწორედ ამიტომ არის ის არაპირდაპირი გადასახადი.

  • რას ნიშნავს დღგ-ს ჩათვლა და რა პრინციპით იხდის დღგ-ს საბოლოო მომხმარებელი?

რადგან ამ ტერმინის საგადასახადო ენით ახსნა შეიძლება რთული აღსაქმელი იყოს, ვეცდებით მარტივად და მაგალითის საფუძველზე განვმარტოთ:

პირველ რიგში, დღგ-ს ჩათვლა ეხებათ იმ პირებს, რომლებიც დღგ-ს გადამხდელები არიან.

განვიხილოთ ორი კომპანია, A დისტრიბუტორი, ხოლო B საცალო მაღაზია და დავუშვათ, რომ B შეიძინა 118 ლარის ღირებულების პროდუქტი A-სგან, დეკლარაციაში კი აღნიშნა, რომ შესყიდვიდან 18 ლარი კომპანია A-ს დამატებით გადაუხადა, როგორც დღგ, იმისთვის, რომ მან B-ს  მაგივრად გადარიცხოს ბიუჯეტში, შესაბამისად B გადახდა ჩაითვალა.

შემდგომში, კომპანია  B-ს სურს აღნიშნული გაყიდოს 100 ლარი ფასნამატით, ანუ 200 ლარად, რაც 236 ლარის ღირებულებას შეადგენს დღგ-ს გათვალისწინებით. გაყიდვის შემდეგ, იმის მაგივრად, რომ კომპანიამ პროდუქტზე მიკუთვნებული დღგ-ს მთლიანი ოდენობა, ანუ 36 ლარი, ბიუჯეტში გადაიხადოს, მას უწევს მხოლოდ ფასნამატის 18%.

გაყიდვის შემდეგ, ამ პროდუქტზე მიკუთვნებული დღგ-ს მთლიანი ოდენობის, 36 ლარის ნაცვლად, კომპანიამ მხოლოდ  ფასნამატის ოდენობის, ანუ 100 ლარის 18% უნდა გადაიხადოს.

აღნიშნული, ასევე შეგვიძლია შემდეგნაირად გამოვთვალოთ და ვთქვათ, რომ ბიუჯეტში მხოლოდ კომპანიაში შემოსულ დღგ-სა და გადახდილ დღგ-ს შორის სხვაობა გადაირიცხება.

დღგ-ს ჩათვლის უფლებით, კომპანიას რეალურად უნაზღაურდება ის გადასახადი, რაც მომწოდებელს გადაუხადა, ამიტომაცაა, რომ დღგ-ს მხოლოდ საბოლოო მომხმარებელი იხდის.

 

ამ და სხვა თქვენთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით, კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ ჩვენს FB გვერდზე-ჩვენი გუნდი ეცდება ამომწურავად გიპასუხოთ და გაგარკვიოთ აღნიშნულ საკითხებში.



კომენტარის დატოვება