ჩვენ შესახებ: ფინოს ისტორია და ღირებულებები

ფინოს ოფისი თბილისში - bugaltruli kompania Tbilisi

ფინო

„ფინო“ აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანიაა, რომელიც 2011 წლიდან თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის ქმნის კომფორტულ გარემოს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ, როგორც საბუღალტრო, ასევე საგადასახადო და აუდიტორულ მომსახურებას. ფინო ორიენტირებულია მომხმარებლის საქმიანობის სპეციფიკაზე, რასაც უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდით. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მომსახურების ხარისხსა და სანდოობას.

ჩვენი მიზანია დავეხმაროთ რაც შეიძლება მეტ მცირე და საშუალო ზომის კომპანიას, რათა მათი ანგარიშგება  შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან ჩვენ მათ ვთავაზობთ მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.

თითოეული კომპანიისთვის იქმნება ინდივიდუალურად მორგებული სტრუქტურა პარტნიორული მიდგომით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს კომპანიის ფინანსური და იურიდიული საქმიანობის მართვას.

თანამშრომლობის დროს პროცესები ოპტიმიზირებულია, რაც ხელს უწყობს რისკების მართვას და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობას.

„ფინოს“ მიერ ინოვაციური მიდგომების დანერგვა ხელს უწყობს ჩვენს პარტნიორებისთვის სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას.

კლიენტი კომპანია
150
სექტორში მუშაობის გამოცდილება
0
დასრულებული პროექტი
100

კომპანიის ეტაპები და მიღწევები

დაარსების დღიდან ჩვენი მიზანი იყო პროფესიონალიზმის, ეთიკისა და ადამიანურ ღირებულებებზე დაფუძნებული კულტურის შექმნა.

დღეს „ფინო“ წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ინოვაციასა და გამჭვირვალობას, პრინციპებს, რომლებმაც განსაზღვრეს ჩვენი გზა წლების განმავლობაში.

MSI გლობალური ალიანსი

საერთაშორისო საზღვრებს გარეთ ბიზნესის წარმატებით წარმართვა არა მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობის, საგადასახადო სისტემების, რეგულაციებისა და წეს-ჩვეულებების დეტალურ ცოდნას მოითხოვს, არამედ გამოცდილებას, უნარებსა და რესურსებს, რათა მხარი დაუჭიროს ბიზნეს საქმიანობას გლობალური მასშტაბით.

სწორედ აქ ერთვება საქმეში MSI Global Alliance, 30 წელზე მეტი ხნის წარმატებული გამოცდილებით, MSI გლობალური ალიანსი, აერთიანებს 250-ზე მეტ დამოუკიდებელ იურიდიულ და ბუღალტრულ კომპანიებს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მისი წევრი და ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში 2015 წლიდან ,,ფინოცაა’’.

,,ჩვენ ყურადღებით ვარჩევთ MSI Global Alliance -ის იურიდიულ და ბუღალტრულ წევრ ფირმებს თითოეულ სფეროში, ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რათა უზრუნველყონ ინტეგრირებული, მულტიდისციპლინური მომსახურება, დააკმაყოფილონ თითოეული კლიენტის სამართლებრივი და მარეგულირებელი ვალდებულებები და ზრდის ამბიციები.’’ – ჯეიმს მენდელსონი (MSI გლობალური ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი)

ფინოს გუნდი

,,ფინოს” გუნდი აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტებს, რომელთაც საერთო მიზანი ამოძრავებთ: შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული და უშეცდომო ფინანსური მართვის გამოცდილება თქვენი კომპანიისთვის. ჩვენი გამოცდილი და ენერგიული პროფესიონალები მუდამ მზად არიან ემსახურონ თქვენი ბიზნესის ინტერესებს.

მიხეილ მერაბიშვილი

მიხეილ მერაბიშვილი

აღმასრულებელი დირექტორი
დავით გორდიაშვილი

დავით გორდიაშვილი

საგადასახადო აუდიტის მენეჯერი
თიკო ჩარკვიანი

თიკო ჩარკვიანი

პარტნიორებზე ზრუნვის ლიდი
ნინო გათენაძე

ნინო გათენაძე

საოპერაციო მიმართულების ხელმძღვანელი
ანა ჭუნაშვილი

ანა ჭუნაშვილი

HR ადმინისტრატორი

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია

ასოციაციის მისიაა ბიზნეს საზოგადოების საერთო ინტერესების დაცვა, გარემოს გაუმჯობესების, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

ეს არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არაკომერციული, თვითმმართველი ბიზნეს ასოციაცია და მუშაობს დამსაქმებლების (მწარმოებლებისა და მეწარმეების) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების, სტანდარტებისა და კონვენციების შესაბამისად და წარმოადგენს სოციალურ პარტნიორს ქვეყნის მთავრობასთან და პროფკავშირთან ერთად.

GPI ჰოლდინგი

ფინანსური ოფისის პროფესიულ პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს სს „ჯიპიაი ჰოლდინგი“, რომელიც 2001 წელს დაარსდა, როგორც საქართველოში პირველი კერძო საპენსიო ფონდი. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2011 წელს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებდა.

aldagi

1990 წლიდან პირველი სადაზღვევო კომპანიაა, რომელმაც შექმნა სადაზღვევო კულტურა საქართველოში. ალდაგი კორპორატიული და საცალო მომხმარებლებისთვის ქონების რისკების დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.

FINA

FINA გთავაზობთ მზა გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ტიპის ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის, პროგრამულ უზრუნველყოფასა და მომსახურებას მცირე და საშუალო ბიზნესის მართვისთვის.

SkyHi

„სკაი ჰაი“ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მომსახურების კომპანიაა, რომლის ძირითადი მიმართულებებია ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაცია, მენეჯმენტი და აუთსორსინგი.

სინერჯი ჯგუფი

„სინერჯი ჯგუფი“ მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ემსახურება საქართველოს კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მენეჯმენტის სისტემების გაუმჯობესებაში. დაარსების დღიდან დღემდე კომპანიის ანგარიშზე 10-ზე მეტ სხვადასხვა სფეროში 300-მდე განხორციელებული პროექტია.

გამოიწერე ჩვენი სოციალური არხები
რათა შეიტყო სიახლეების შესხებ

საკონტაქტო ინფორმაცია

© 2025 შექმნილია ფინოს მიერ ფინოსთვის – ყველა უფლება დაცულია!