ადმინისტრაციული ასისტენტი

ფინანსური ოფისში, ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე, ვეძებთ გუნდის წევრს.

პოზიციის ძირითადი როლი

ყოველდღიური დამხმარე ოპერაციების წარმოება, რაც უზრუნველყოფს ოფისის
შეუფერხებლად და ეფექტურად მუშაობას.

ძირითადი ფუნქციები

  • სხვადასხვა აქტივობების/შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება და საჭირო რესურსის
    მობილიზება. შეხვედრისთვის საჭირო დოკუმენატაციის მომზადება;
  • კალენდრების მართვა, მენეჯმენტის დახმარება საკომუნიკაციო საკითხებში –
    სატელეფონო ზარების განხორციელება, წერილების მიღება/გაგზავნა;
  • საოფისე ინვენტარის მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების განხორციელება;
  • დოკუმენტაციის მართვა – ხელშეკრულებების/დანართების მოწესრიგება, შევსება,
    აღრიცხვა, შენახვა;
  • თანამშრომლებთან დაკავშირებული ინფორმაციის ადმინისტრირება;
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების/პოლიტიკების ადმინისტრირება და
    აღნიშნულის გარშემო თანამშრომლებთან კომუნიკაცია;
  • სადაზღვეო პროვაიდერებთან ურთიერთობა და დაკავშურებული
    დოკუმენტაციის/ინფორმაციის ადმინისტრირება

რას უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი

  • ქონდეს კარგი ორგანიზების უნარი
  • იყოს პროაქტიული
  • შეეძლოს პროცესების დამოუკიდებლად მართვა
  • ქონდეს კარგი, ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • სასურველია ამ და მსგავსი მიმართულებით მცირედი გამოცდილება

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 09.30 -18.30

რას ვთავაზობთ

  • სტაბილურ და დინამიურ გარემოს, რომელიც თანამშრომლის კარგად ყოფნაზეა
    ორიენტირებული;
  • განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ, კეთილგანწყობილ და განვითარებაზე ორინეტირებულ გუნდს;

ფინანსური ოფისის შესახებ

ფინანსური ოფისი არის საერთაშორისო ალიანსის „MSI Global“ – ის, ერთადერთი
წარმომადგენელი საქართველოში და უკვე 12 წელია საქმიანობს ბაზარზე.
გუნდი შედგება 40 ფინოელისგან.

ფინანსური ოფისი კომპანიებს ეხმარება საბუღალტრო, ფინანსურ, საგადასახადო საკითხების
მოგვარებაში მართვაშიდა უზრუნველყოფს მათი აღრიცხვა-ანგარიშგება შეესაბამებოდეს
საერთაშორისო სტანდარტებს.

ჩვენთან დაკავშირება

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე მცირე სამოტივაციო წერილთან ერთად მოგვაწოდეთ
ელ.ფოსტაზე hr@fino.ge

განაცხადების მიღების დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დავუკავშირდებით მხოლოდ
რეზიუმეების განხილვის შედეგად შერჩეულ კანიდადატებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.