- ივნისი 30, 2022
- კატეგორია:
ფინანსური ოფისი, HR კოორდინატორის პოზიციაზე, ეძებს გუნდის ახალ წევრს.
პოზიციის ძირითადი როლი/ამოცანები:
- თანამშრომლების მოძიება და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობა.
ძირითადი ფუნქციები:
- თანამშრომლის შერჩევის პროცესების კოორდინაცია – ვაკანტური პოზიციების განცხადებების განთავსება, რეზიუმეების გადარჩევა, ტესტირებების და შეხვედრების ორგანიზება;
- ახალ თანამშრომლებთან, სტაჟიორებთან ხელშეკრულებების გაფორმება, ცვლილებების მართვა და ადმინისტრირება;
- ონბორდინგის პროცესის კოორდინაცია და მართვა;
- თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემის, შვებულებებით, დაზღვევით და სხვა ბენეფიტებით სარგებლობის პროცესების კოორდინაცია და ადმინისტრირება;
- თანამშრომლებისთვის ტრენინგების და სხვადასხვა აქტივობების ორგანიზება.
რას უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი
- ქონდეს კარგი ორგანიზების უნარი;
- იყოს პროაქტიული;
- შეეძლოს პროცესების დამოუკიდებლად მართვა;
- ქონდეს კარგი, ეფექტური, კომუნიკაციის უნარები;
- სასურველია HR ის მიმართულებით მცირედი გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი (სრული/ნახევარი განაკვეთი შეთანხმებით);
- მოქნილი სამუშაო გარემო (იმუშავე საიდანაც გინდა);
- ანაზღაურება – შეთანხმებით.
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- ჯანსაღ კორპორატიულ კულტურას, რომელიც თანამშრომლის კარგად ყოფნაზეა ორიენტირებული;
- მეგობრულ, კეთილგანწყობილ და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
- სხვადასხვა ტრენინგების უზრუნველყოფით განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
ფინანსური ოფისის შესახებ:
ფინანსური ოფისი არის საერთაშორისო ალიანსის „MSI Global“ – ის, ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში და უკვე 11 წელია საქმიანობს ბაზარზე.
ფინანსური ოფისი კომპანიებს ეხმარება საბუღალტრო, ფინანსურ, საგადასახადო საკითხების მოგვარებაში და უზრუნველყოფს მათი აღრიცხვა-ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
გუნდის წევრების რაოდენობა შედგება 40 ფინოელისგან.
დაკავშირება:
თუკი გადაწყვეტ რომ შემოგვიერთდეთ, გაგვეცანით!
რეზიუმე, მცირე სამოტივაციო წერილთან ერთად მოგვაწოდეთ ელ. ფოსტაზე hr@fino.ge 15 ივლისამდე.
განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, ერთი კვირის ვადაში, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეების შედეგად შერჩეულ კანდიდატებს.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!