ჩვენი პარტნიორები

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია

ასოციაციის მისიაა ბიზნეს-საზოგადოების საერთო ინტერესების ადვოკატირება, საქართველოში გარემოს გაუმჯობესების, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

იგი არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არამომგებიანი, თვითრეგულირებადი ბიზნესგაერთიანება და მუშაობს დამსაქმებელთა (მრეწველთა და მეწარმეთა) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების, სტანდარტებისა და კონვენციების შესაბამისად და ქვეყნის მთავრობასთან და პროფკავშირებთან ერთად წარმოადგენს სოციალურ პარტნიორს.

ჯიპიაი ჰოლდინგი

ფინანსური ოფისის პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია ჯი პი აი ჰოლდინგის მიერ. ჯიპიაი ჰოლდინგი დაარსდა 2001 წელის როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში. 2013 წლის მონაცემებით ჯიპიაი ჰოლდინგი სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია.
aldagi

ალდაგი

1990 წლიდან პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელიც ქმნის დაზღვევის კულტურას საქართველოში. ალდაგი კორპორატიულ და საცალო მომხმარებლებს ქონების რისკების დაზღვევასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს.
2

FINA

FINA გთავაზობთ მზა გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ტიპის ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის, პროგრამულ უზრუნველყოფას და მომსახურებას მცირე და საშუალო ბიზენესის მართვისთვის.

SkyHi

,,სქაი ჰაი“ არის საინფორმაციო ტექნოლოგიების(IT) სერვისების კომპანია, რომლის მთავარი მიმართულებებია საინფორმაციო ტექნოლოგიების(IT) კონსალტინგი, მენეჯმენტი და აუთსორსინგი.

სინერჯი ჯგუფი

სინერჯი ჯგუფი მმართველობითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ემსახურება საქართველოს კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მართვის სისტემების გაუმჯობესებაში. დაარსების დღიდან დღემდე კომპანიის ანგარიშზეა 300-მდე განხორციელებული პროექტი 10-ზე მეტ განსხვავებულ სფეროში.

ეძებთ მაღალი ხარისხის მრჩეველს?