
„ფინო“ წლების განმავლობაში დაგროვებულ ფინანსურ ცოდნასა და გამოცდილებას თქვენი კომპანიის განვითარების სტრატეგიულ რესურსად აქცევს. ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვით, ჩვენ გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ, მომგებიან და ოპტიმალურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს. ჩვენი მოქნილი და ინდივიდუალური მიდგომა გათვლილია თქვენი ბიზნესის სპეციფიკურ საჭიროებებზე, რაც უზრუნველყოფს ძირითადი საქმიანობის შეუფერხებელ და ხარისხიან შესრულებას.

ფინო არის წამყვანი აუდიტორული და საბუღალტრო სერვისების კომპანია, რომელიც 2011 წლიდან ქმნის საიმედო ფინანსურ გარემოს თქვენი ბიზნესისთვის.იგი წარმოადგენს საერთაშორისო ალიანსის, MSI Global Alliance-ის, წევრ კომპანიასა და ერთადერთ წარმომადგენელს საქართველოში.
ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც მოიცავს ბუღალტრულ, საგადასახადო და აუდიტორულ სერვისებს.

მიიღეთ პერსონალური კონსულტაცია ფინანსური და საგადასახადო ოპტიმიზაციისთვის. ჩვენი ექსპერტები გააანალიზებენ თქვენი ბიზნესის სპეციფიკას და შემოგთავაზებენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს პროცესების გასამართად.

ჩვენი მუშაობის მოდელი ეფუძნება გამჭვირვალობასა და თანმიმდევრულობას. ჩვენ ვქმნით სტრატეგიულ პროცესს, რომელიც საბუღალტრო, საგადასახადო და აუდიტორულ პროცესებს ეფექტურსა და მარტივად სამართავს ხდის.
თქვენი ბიზნესის სპეციფიკური საჭიროებებისა და არსებული სისტემის სიღრმისეული ანალიზი
ოპტიმალური და თქვენზე მორგებული საბუღალტრო-ფინანსური სქემის დიზაინი
სერვისების დანერგვა და ფინანსური პროცესების მართვის დაწყება
უწყვეტი პროფესიონალური დახმარება და საკანონმდებლო ცვლილებებზე ოპერატიული რეაგირება
ფინოს გუნდი აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტებს, რომელთაც საერთო მიზანი ამოძრავებთ: შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული და უშეცდომო ფინანსური მართვის გამოცდილება თქვენი კომპანიისთვის. ჩვენი გამოცდილი და ენერგიული პროფესიონალები მუდამ მზად არიან ემსახურონ თქვენი ბიზნესის ინტერესებს
ნდობა, რომელსაც წლები ქმნის. ჩვენი საქმიანობის ყველაზე დიდი აღიარება კმაყოფილება და ნდობაა, იმ ადამიანებისგან და კომპანიებისგან, რომლებმაც „ფინოსთან“ თანამშრომლობით ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი შექმნეს! გახსოვდეთ, წარმატება მიიღწევა ერთად!
„ფინოსთან თანამშრომლობა წლების განმავლობაში გვიქმნის სიმშვიდის განცდას — ვიცით, რომ ფინანსურ პროცესებს მართავენ პროფესიონალები, რომლებსაც სრულად ვენდობით.
ფინო ჩემთვის ნიშნავს სტაბილურობასა და სანდო პარტნიორობას. ეს არის გუნდი, რომელიც მაღალი პასუხისმგებლობით აკეთებს თავის საქმეს და ამავდროულად ინარჩუნებს ადამიანურ ურთიერთობებს.
როცა ზურგს ასეთი პარტნიორი გიმაგრებს, ნამდვილად შეგიძლია ყურადღება შენი კომპანიის განვითარებაზე გადაიტანო.“
,,ფინო ჩვენთვის არის სიმშვიდის გარანტი ფინანსურ საკითხებში. წელიწადნახევარია, რაც ვთანამშრომლობთ და ამ ხნის განმავლობაში დავრწმუნდით, რომ ფინო ასოცირდება პროფესიონალიზმთან, მომხმარებლებზე ზრუნვასთან და მაღალ ხარისხთან. მათი გუნდის წყალობით, შეგვიძლია მთელი ყურადღება ჩვენს ძირითად საქმიანობაზე გადავიტანოთ’’
“ფინო ჩვენთვის არის სანდოობის, სტაბილურობის, სიმშვიდისა და კომფორტის გარანტი. ზუსტად ვიცით, რომ ერთის მხრივ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით დაკოპლექტებული და მეორეს მხრივ ძალიან მეგობრული გუნდი გვიმაგრებს ზურგს, რომელსაც შეგვიძლია სრულად მივანდოთ ფინანსური პროცესები, ჩვენ კი საკუთარ საქმიანობაზე ვკოცნეტრირდეთ.”










© 2025 შექმნილია ფინოს მიერ ფინოსთვის – ყველა უფლება დაცულია!