„ფინო“ 2011 წლიდან წარმატებით ქმნის კომფორტულ გარემოს თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის.კომპანია სარგებლობს ბაზარზე სანდოობის მაღალი ხარისხით და მომხმარებელს აწვდის ხარისხიან პროდუქტს, რაც ხანგრძლივი თანამშრომლობის გარანტიაა.
„ფინოს“ მრავალფეროვანი პორტფელი მოიცავს 400-ზე მეტ კომპანიას თითქმის ყველა ინდუსტრიიდან, 20 სექტორში 300-ზე მეტ პროექტზე მუშაობის გამოცდილებით.
ჩვენი პარტნიორული მიდგომა გულისხმობს თითოეული კომპანიისთვის ინდივიდუალურად მორგებული სტრუქტურის შექმნას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს თქვენი ბიზნესის ფინანსური და იურიდიული საქმიანობის მართვას.