MSI Global Alliance-მა ახალი CEO წარგვიდგინა

MSI გლობალ ალიანსი (MSI), მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც დამოუკიდებელ იურიდიულ და ბუღალტრულ კომპანიებს აერთიანებს და რომლის წევრიც, 2015 წლიდან ფინანსური ოფისია.

MSI-იმ სულ ახლახანს გაავრცელა ინფორმაცია ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნის შესახებ, რომელიც ძალაშია 2021 წლის 21 ივლისიდან.

ენდრიუ ლეკი ალიანსს შოტლანდიის EY-დან შემოუერთდა, სადაც ის ასოცირებული პარტნიორისა და ბიზნესის განვითარების ლიდერის პოზიციას იკავებდა. იგი პასუხისმგებელი იყო EY-ს ზრდაზე და ბაზრის სტრატეგიის განსაზღვრაზე, რომელიც მხარს უჭერს კლიენტების შერეულ პორტფელს მთელ რიგ სექტორებში.

EY- ში კარიერის დაწყებამდე, ენდრიუმ 20 წელზე მეტი გაატარა ბუღალტრიაში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტრენინგები, კონსულტაციები და წამყვანი ბაზრის ზრდის პროგრამები მთელ მსოფლიოში. ის, როგორც საზოგადოებრივი ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ინსტიტუტის (Chartered Institute of Public Finance) ასევე ACCA (Association of Chartered Certified Accountants) – ის ასოციაციის წევრია.

ენდრიუ MSI-ს დირექტორთა საბჭომ მკაცრი შერჩევის პროცესის შემდეგად დანიშნა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე და ის ტიმ ვილსონს შეცვლის, რომელიც MSI-ში იგივე პოზიციას შვიდი წლის განმავლობაში იკავებდა.

ჯორჯ კროუტერი, MSI-ს საბჭოს დირექტორი, ამბობს: ”ენდრიუს ბიზნესის განვითარების, ინოვაციებისა და სტრატეგიული ხელმძღვანელობის წარმატებული გამოცდილება აქვს. მისი გამოცდილება საერთაშორისო ბიზნესისა და პროფესიული მომსახურების სფეროში, ლიდერობისა და კომუნიკაციის უნარებთან ერთად, ზუსტად ერგება MSI Global Alliance და ჩვენ სიამოვნებით ვაცხადებთ რომ ის, ჩვენი ახალ გენერალური დირექტორია.”

კომენტარი დანიშვნის შესახებ, ენდრიუ ლეკიმაც გააკეთა: ”მოხარული ვარ, რომ გაწევრიანდი MSI Global Alliance-ში, აყვავებული და წარმატებული ასოციაცია, რომელიც ორიენტირებულია მისი წევრი ფირმების და მათი კლიენტებისათვის ღირებულების შექმნაზე. ველოდები MSI-ს წევრებთან მუშაობას მთელ მსოფლიოში პარტნიორობის განმტკიცების, ზრდისა და განვითარების ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.”

პიტერ აბელსი, MSI-ს საბჭოს დირექტორი, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალყურს ხელმძღვანელობის შეცვლის პროცესს MSI-ს დაარსების დღიდან, დასძენს: ”თავიდანვე ენდრიუს და MSI-ს საბჭოს დიდი კავშირი ჰქონდათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დააპრიორიტეტებს MSI-ს წევრებისა და მათი კლიენტების ინტერესებს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ისინი აღჭურვილი არიან თანამედროვე მომავლთან შესახვედრად. MSI-ს მთლიანი გუნდის სახელით, გვსურს მივესალმოთ ენდრიუს და ველით წარმატებულ სამუშაო ურთიერთობას. ”

სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.msiglobal.org/newsandknowledge/msi-global-alliance-announces-new-ceo/ 



კომენტარის დატოვება