- აპრილი 25, 2021
- კატეგორია: სიახლე
ფინანსური ოფისი გთავაზობთ საგადასახადო კანონმდებლობის ადმინისტრირების სრულ კურსს. კურსის მესამე სესია ეძღვნება თემას მოგების გადასახადის ადმინისტრირება, რომელიც გაიმართება 4-5 მაისს.
მოცემულ ტრენინგზე რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ბმულზე: https://cutt.ly/Az6Grp3
ტრენინგის ღირებულება: 120 ლარი (დღგ-ს ჩათვლით)
დრო: 16:00 – 18:00 სთ
თითო ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 შეხვედრა (5 საათი)
ტრენინგს გაუძღვება ფინანსური ოფისის მმართველი პარტნიორი მიხეილ ჭელიძე და მოწვეული სპიკერი, აუდიტის დეპარტამენტის მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირების საგადასახადო კანონშესაბამისობის სამმართველოს ხელმძღვანელი, ლაშა კობერიძე.
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით. ხოლო, მასტერკლასის დასრულების შემდგომ გადმოგეცემათ სერთიფიკატი.
სრული კურსის დარჩენილი ტრენინგებია:
- აქციზის და იმპორტის გადასახადის ადმინისტრირება, რომელიც გაიმართება 27-28 მაისს, რეგისტრაცია შეგიძლიათ ბმულზე: https://cutt.ly/Cz6Gnaw
- ქონების გადასახადის ადმინისტრირება, რომელიც გაიმართება 3-4 ივნისს, რეგისტრაცია შეგიძლიათ ბმულზე: https://cutt.ly/Uz6GVuv