ჩვენი პარტნიორები
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
ასოციაციის მისიაა ბიზნეს საზოგადოების საერთო ინტერესების დაცვა, გარემოს გაუმჯობესების, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
ეს არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არაკომერციული, თვითმმართველი ბიზნეს ასოციაცია და მუშაობს დამსაქმებლების (მწარმოებლებისა და მეწარმეების) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების, სტანდარტებისა და კონვენციების შესაბამისად და წარმოადგენს სოციალურ პარტნიორს ქვეყნის მთავრობასთან და პროფკავშირთან ერთად.
ჯიპიაი ჰოლდინგი
ფინანსური ოფისის პროფესიულ პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს სს „ჯიპიაი ჰოლდინგი“, რომელიც 2001 წელს დაარსდა, როგორც საქართველოში პირველი კერძო საპენსიო ფონდი. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2011 წელს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებდა.
ალდაგი
1990 წლიდან პირველი სადაზღვევო კომპანიაა, რომელმაც შექმნა სადაზღვევო კულტურა საქართველოში. ალდაგი კორპორატიული და საცალო მომხმარებლებისთვის ქონების რისკების დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.
FINA
FINA გთავაზობთ მზა გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ტიპის ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის, პროგრამულ უზრუნველყოფასა და მომსახურებას მცირე და საშუალო ბიზნესის მართვისთვის.
SkyHi
„სკაი ჰაი“ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მომსახურების კომპანიაა, რომლის ძირითადი მიმართულებებია ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაცია, მენეჯმენტი და აუთსორსინგი.
სინერჯი ჯგუფი
„სინერჯი ჯგუფი“ მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ემსახურება საქართველოს კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მენეჯმენტის სისტემების გაუმჯობესებაში. დაარსების დღიდან დღემდე კომპანიის ანგარიშზე 10-ზე მეტ სხვადასხვა სფეროში 300-მდე განხორციელებული პროექტია.