MSI გლობალური ალიანსი
საერთაშორისო საზღვრებს გარეთ ბიზნესის წარმატებით წარმართვა არა მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობის, საგადასახადო სისტემების, რეგულაციებისა და წეს-ჩვეულებების დეტალურ ცოდნას მოითხოვს, არამედ გამოცდილებას, უნარებსა და რესურსებს, რათა მხარი დაუჭიროს ბიზნეს საქმიანობას გლობალური მასშტაბით.
სწორედ აქ ერთვება საქმეში MSI Global Alliance, 30 წელზე მეტი ხნის წარმატებული გამოცდილებით, MSI გლობალური ალიანსი, აერთიანებს 250-ზე მეტ დამოუკიდებელ იურიდიულ და ბუღალტრულ კომპანიებს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მისი წევრი და ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში 2015 წლიდან ,,ფინოცაა’’.
,,ჩვენ ყურადღებით ვარჩევთ MSI Global Alliance -ის იურიდიულ და ბუღალტრულ წევრ ფირმებს თითოეულ სფეროში, ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რათა უზრუნველყონ ინტეგრირებული, მულტიდისციპლინური მომსახურება, დააკმაყოფილონ თითოეული კლიენტის სამართლებრივი და მარეგულირებელი ვალდებულებები და ზრდის ამბიციები.’’ – ჯეიმს მენდელსონი (MSI გლობალური ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი)