სახელწოდებით ,,ფინანსური ოფისი’’, რომლის მთავარი მიზანი იყო მომხმარებლისთვის პროფესიონალური, სწრაფი და გამჭვირვალე მომსახურების შეთავაზება.
„ფინო“ აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანიაა, რომელიც 2011 წლიდან თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის ქმნის კომფორტულ გარემოს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ, როგორც საბუღალტრო, ასევე საგადასახადო და აუდიტორულ მომსახურებას. ფინო ორიენტირებულია მომხმარებლის საქმიანობის სპეციფიკაზე, რასაც უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდით. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მომსახურების ხარისხსა და სანდოობას.
ჩვენი მიზანია დავეხმაროთ რაც შეიძლება მეტ მცირე და საშუალო ზომის კომპანიას, რათა მათი ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან ჩვენ მათ ვთავაზობთ მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.
თითოეული კომპანიისთვის იქმნება ინდივიდუალურად მორგებული სტრუქტურა პარტნიორული მიდგომით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს კომპანიის ფინანსური და იურიდიული საქმიანობის მართვას.
თანამშრომლობის დროს პროცესები ოპტიმიზირებულია, რაც ხელს უწყობს რისკების მართვას და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობას.
„ფინოს“ მიერ ინოვაციური მიდგომების დანერგვა ხელს უწყობს ჩვენს პარტნიორებისთვის სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას.
დაარსების დღიდან ჩვენი მიზანი იყო პროფესიონალიზმის, ეთიკისა და ადამიანურ ღირებულებებზე დაფუძნებული კულტურის შექმნა.
დღეს „ფინო“ წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ინოვაციასა და გამჭვირვალობას, პრინციპებს, რომლებმაც განსაზღვრეს ჩვენი გზა წლების განმავლობაში.
სახელწოდებით ,,ფინანსური ოფისი’’, რომლის მთავარი მიზანი იყო მომხმარებლისთვის პროფესიონალური, სწრაფი და გამჭვირვალე მომსახურების შეთავაზება.
კომპანიამ ჩამოაყალიბა ძლიერი პარტნიორული ურთიერთობა და გახდა MSI Global Alliance წევრი და ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში.
განახლებული სტრატეგია, ბრენდი და სახელწოდება ,,ფინო’’.
კომპანიის საქმიანობა მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალური ღირებულების შექმნას, სწორედ ამიტომ კომპანიაში დაინერგა თანამშრომლებზე ზრუნვის პროგრამა ,,ბედნიერების კომიტეტი’’.
"ბედნიერების კომიტეტმა" წლის ორ მნიშვნელოვან ბიზნესღონისძიებაზე, "მერიტოსა" და "განვითარებისა და ბედნიერების სამიტზე", გაიმარჯვა და წლის ჯილდოებიც აიღო, ხოლო პასუხისმგებლიანი ბიზნესის კონკურსის, "მელიორას" ფინალისტებში მოხვდა მსხვილ კომპანიებთან ერთად.
© 2025 შექმნილია ფინოს მიერ ფინოსთვის – ყველა უფლება დაცულია!