ბუღალტრული ბაზის აღდგენა ერთჯერადი მომსახურებაა, რომელიც მიმართულია წარსულ პერიოდებში დაგროვებული ბუღალტრული ხარვეზების ან მონაცემების სრული ან ნაწილობრივი დაკარგვის აღმოსაფხვრელად. ეს სერვისი იდეალურია იმ კომპანიებისთვის, რომელთაც უწყვეტად არ წარმართავდნენ ბუღალტრულ აღრიცხვას, ან აღმოაჩინეს, რომ წინა პერიოდის მონაცემები არასრულად, არასწორად ან საერთოდ არ არის ასახული სისტემაში.
მომსახურება იწყება მდგომარეობის დეტალური ანალიზით ვაფასებთ არსებულ მდგომარეობას, ვადგენთ აღდგენის პერიოდს, საჭირო რესურსებს და ვგეგმავთ სამუშაოს მოცულობას. ამის შემდეგ ხორციელდება სრული აღდგენა შესაბამისი საბუთების, მონაცემების და ანგარიშგებების საფუძველზე, ისე, რომ საბუღალტრო ბაზა გახდეს კომპანიის რეალურ მდგომარეობაზე შესაბამისი და შემოსავლების სამსახურის მოთხოვნებთან შეთანხმებული.
© 2025 შექმნილია ფინოს მიერ ფინოსთვის – ყველა უფლება დაცულია!