ალდაგი დაეხმარება კლიენტებს ფაინენშალ ოფისის მომსახურების მიღებაში

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მნიშვნელოვნად აფინანსებს კლიენტ კომპანიებს ფაინენშალ ოფისის მომსახურების შესაძენად

ალდაგსა და ფაინენშალ ოფისს შორის გაფორმდა გრძელვადიანი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ალდაგი თავისი კლიენტებისთვის 100,000 ლარის თანადაფინანსების ბიუჯეტს გამოყოფს, რაც ნიშნავს, რომ ალდაგი მნიშვნელოვნად დაეხმარება კლიენტ კომპანიებს ფაინენშალ ოფისის მომსახურების მიღებაში

„ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ჩვენს კლიენტ კომპანიებს ოპერირებაში, რათა მათ შეძლონ წარმატებული ფუნქციონირება, ბიზნესის გაფართოება და განვითარება. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა წამყვან მომწოდებელ კომპანიებთან, რათა ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ყველაზე მორგებული სერვისები და ფასები,” – თქვა გიორგი ბარათაშვილმა, ალდაგის აღმასრულებელმა დირექტორმა.

აუდიტორული კომპანია ფაინენშალ ოფისი არის MSI Global Alliance-ის წევრი, დამოუკიდებელი საბუღალტრო და იურიდიული ფირმების წამყვანი საერთაშორისო ალიანსის წევრი და საქართველოში ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც საბუღალტრო და აუდიტორულ, ასევე საგადასახადო მომსახურებას

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

გამოიწერე ჩვენი სოციალური არხები
რათა შეიტყო სიახლეების შესხებ

საკონტაქტო ინფორმაცია

© 2025 შექმნილია ფინოს მიერ ფინოსთვის – ყველა უფლება დაცულია!