აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის აუდიტორი მიხეილ ჭელიძე დღეიდან უხელმძღვანელებს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს, რაც გახლავთ დამატებითი მოტივაცია და პასუხისმგებლობა ჩვენი კომპანიისთვის, რათა ჩვენი მხრიდან უფრო მეტი ძალისხმება იქნას ჩადებული მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის მხარდაჭერის საქმეში.
ბიზნესის განვითარების პირველი საერთაშორისო ფორუმი
2013 წლის 20 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით ბიზნესის განვითარების პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა, რომლის მხარდამჭერები არიან USAID-CAUCASUS, EPI, European Bank for Reconstruction and Development და GSMEA. აუდიტორულმა კომპანია ფინანსურმა ოფისმა გამოფენის ფორმატში წარმოადგინა თავისი ინოვაციური პროდუქტები და მიდგომები საკონსულტაციო სექტორში. ასევე წარდგენილი იქნა ბიზნესის მხარდაჭერის პორტალი ბიზნეს ნავიგატორი და მოხდა განვლილი პერიოდის შეჯამება. ბიზნესის განვითარების პირველ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ბანკები, საინვესტიციო, დონორი, საერთაშორისო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ასევე ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიები.
შემოსავლების სამსახურის საკოორდინაციო საბჭო
შემოსავლების სამსახურის უფროსის ლაშა ხუციშვილის ბრძანებით #9887 შემოსავლების სამსახურში შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის საგადასახადო კომიტეტის თავჯდომარე და ფინანსური ოფისის აუდიტორი მიხეილ ჭელიძე. საბჭო შეიქმნა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეულ ნორმათა განმარტების ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით. როგორც მოგეხსენებათ შემოსავლების სამსახურში მოქმედებს სიტუაციური სახელმძღვანელოები (ე.წ. მანუალები), აღნიშნული სახელმძღვანელოების შემუშავება/გადამუშავება და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში მათი იმპლემენტაცია იქნება საკორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრების მთავარი მიზანი. საბჭოს მუშაობაში ჩართულები არიან როგორც შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები (საგადასახადო სფეროს ექსპერტები). იხ. ბმული: http://rs.ge/default.aspx?sec_id=4845&lang=1&newsid=2703
ბიზნეს ნავიგატორი – მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პორტალი
აუდიტორულმა კომპანია ფინანსურმა ოფისმა წარმოადგინა მისი უნიკალური პროდუქტი ბიზნეს ნავიგატორი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. ბიზნეს ნავიგატორი განთავსებულია ფინანსური ოფისის FaceBook გვერდზე და მეწარმეებს საშუალებას აძლევს უსასყიდლოდ ისარგებლონ ბიზნესისთვის საჭირო ინსტრუმენტებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო შაბლონები, სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბიზნეს კანონმდებლობა. ბიზნეს ნავიგატორზე თქვენ ასევე შეძლებთ გაიზიაროთ ფინანსური ოფისის გამოცდილება შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობის და მიიღებთ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას. ეწვიეთ ბიზნეს ნავიგატორს
საგადასახადო კომიტეტის პრეზენტაცია
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში შეიქმნა საგადასახადო კომიტეტი, რომელსაც უხელმძღვანელებს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის წარმომადგენელი, აუდიტორი მიხეილ ჭელიძე. საგადასახადო კომიტეტის პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო რედისონში, რომლის გახსნასაც სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის თავჯდომარე კახა კოხრეიძე. პრეზენტაციაზე მოხდა საგადასახადო კომიტეტის მთავარი მიზნების წარდგენა ბიზნეს საზოგადოების წინაშე, რომელიც მდგომარეობს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებისა და უზუსტობების შესწავლასა და რეკომენდაციების მომზადებაში საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწის და ადაპტირების კუთხით. საგადასახადო კომიტეტის მუშაობაში ჩართული იქნებიან კერძო სექტორის საგადასახადო სფეროს სპეციალისტები, რომელთა მიერ მომზადებული შენიშვნების და ინიციატივების განხილვა რეგულარულ რეჟიმში მოხდება ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შემდგომში საკანონმდებლო ინიცირების მიზნით.
ფინანსური ოფისი მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების სადარაჯოზე
ფინანსური ოფისი 2012 წლის 12 ოქტომბრიდან გახდა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. სამეთვალყურეო საბჭოზე ფინანსურ ოფისს წამოადგენს აუდიტორი მიხეილ ჭელიძე. ჩვენი ძალისხმევა აღნიშნულ პოზიციაზე მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგადასახადო კანონმდებლობის ადაპტირებული ნორმების და წესების შესახებ ინიციატივების და საკანონმდებლო პროექტების მომზადება-ინიცირებაზე. აღნიშნული ვფიქრობთ ხელს შეუწყობს მცირე და საშაუალო სექტორში კონკურენტული და სამართლიანი გარემოს ჩამოყალიბებას.
ფინანსური ოფისის Facebook გვერდი გაიხსნა
გაიხსნა ფინანსური ოფისის Facebook გვერდი სადაც თქვენ ყოველდღიურად შეძლებთ გაეცნოთ კომპანიის და ბიზნესის სფეროს სიახლეებს. ჩვენს FaceBook გვერდზე რეგულარულად განთავსდება კომპანიებისთვის საჭირო სხვადასხვა სახის ინფორმაცია, დოკუმენტაცია და ბიზნეს ინსტრუმენტები. გთხოვთ გვეწვიოთ და მოგვიწონოთ ჩვენი FaceBook გვერდი.
კომპანია ფინასთან შედგა შეთანხმება სააღრიცხვო პროგრამით უზღუნველყოფის შესახებ
კომპანია ფინასა და ფინანსურ ოფისს შორის შედგა შეთანხმება პარტნიორულ რეჟიმში გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს, ერთის მხრივ, ფინანსური ოფისის მხრიდან ფინას პროგრამული უზღუნველყოფის დანერგვას საკუთარ სააღრიცხვო სისტემაში, ხოლო მეორეს მხრივ, პერიოდულ პროგრამულ აუდიტს და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამის კონსულტაციებს პროგრამული სიახლეების დანერგვის საკითხებში.
ფინანსური ოფისი გაიხსნა!
2011 წლის 10 მარტს სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში გაიხსნა საბუღალტრო-საკონსულტაციო ბრენდი ფინანსური ოფისი, რომლის შექმნაც განაპირობა აღნიშნულ სექტორში მომსახურების დაბალმა დონემ და სახელმწიფოს მიერ გადასახადების ადმინისტრირების მოქნილი ინსტრუმენტების დანერგვამ, რაც თავის მხრივ უბიძგებს კომპანიებს ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვიანობის სრულყოფისკენ და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვებისკენ. დღეიდან „ფინანსურ ოფისში“ მეწარმე სუბიექტებს და ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ კვალიფიციური და გარანტირებული საბუღალტრო-საკონსულტაციო მომსახურება, მოახდინონ წარსული პერიოდის შედეგების მონიტორინგი, რაშიც მათ კვალიფიციურ დახმარებას გაუწევენ პროფესიონალ აუდიტთა, იურისტთა და ექსპერტ-ბუღალტერთა გუნდი. „ფინანსური ოფისი“ წარმოადგინა შპს „ბიზნეს ადმინისტრირების მხარდაჭერის ცენტრმა“, რომელის მთავარ მიზანს წარმოადგენს კომერციული და არაკომერციული სექტორის მხარდაჭერა საქმიანობის ადმინისტრირების სხვადასხვა დონეზე. მეწარმეთა მხარდაჭერის მიზნით სპეციალურად შემუშავდა მომსახურების ხელმისაწვდომი სატარიფო გეგმა, როგორც დამწყები ასევე გამოცდილი კომპანიებისთვის. ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომია ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპზე. შეგიძლიათ იხილოთ შეთავაზება და პრეზენტაცია.