მომსახურება ბუღალტერია, აუდიტი და ა.შ
MSI გლობალური ალიანსი აცხადებს ახალ აღმასრულებელ დირექტორს
რა სჭირდება მცირე ბიზნესებს კორონავირუსის კრიზისის გადასატანად
მნიშვნელოვანია, რომ მცირე ბიზნესებმა გადაიტანონ პანდემია. აქ არის სამი გზა, რომლითაც მეწარმეებს შეუძლიათ თავის დაცვა. ლიკვიდურობის უზრუნველყოფა ამ მოკლევადიანი გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, მცირე ბიზნესის მფლობელებმა უნდა იღვწონ ისეთი ღონისძიებებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფს დაუყოვნებელ ლიკვიდურობას და შეინარჩუნებს ბიზნესების გადახდისუნარიანობას. კაპიტალზე წვდომის უზრუნველყოფა ფრანშიზული ბიზნესებისთვის ლიკვიდურობა განტოლების მხოლოდ ნაწილია. მცირე ბიზნესების ხელფასების გადახდასა და ხარჯების დაფარვაში დასახმარებლად — მათ შორის ანაზღაურებადი ავადმყოფობის შვებულება, ანაზღაურებადი FMLA და სესხის დაბრუნება — საჭიროა მცირე ბიზნესებზე მორგებული რელიეფის გეგმა. პოლიტიკის შემქმნელებთან ურთიერთობა მეთოდი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე შეტყობინება, და შეტყობინება ასეთია: მცირე ბიზნესები ჩვენი თემებისა და ეკონომიკის სიცოცხლის წყაროა; ამ კრიზისის დროს ჩვენ დახმარება გვჭირდება. საჭირო კაპიტალზე წვდომა და ლიკვიდურობის მაქსიმიზაცია ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ გადარჩენისთვის; ამ შეტყობინების მიტანა კანონმდებლებთან, რომლებსაც ჩვენი ეკონომიკური მომავლის გასაღები უჭირავთ, არის ის, თუ როგორ ვაკეთებთ ამას.
ალდაგი დაეხმარება კლიენტებს ფაინენშალ ოფისის მომსახურების მიღებაში
სადაზღვევო კომპანია ალდაგი მნიშვნელოვნად აფინანსებს კლიენტ კომპანიებს ფაინენშალ ოფისის მომსახურების შესაძენად ალდაგსა და ფაინენშალ ოფისს შორის გაფორმდა გრძელვადიანი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ალდაგი თავისი კლიენტებისთვის 100,000 ლარის თანადაფინანსების ბიუჯეტს გამოყოფს, რაც ნიშნავს, რომ ალდაგი მნიშვნელოვნად დაეხმარება კლიენტ კომპანიებს ფაინენშალ ოფისის მომსახურების მიღებაში „ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ჩვენს კლიენტ კომპანიებს ოპერირებაში, რათა მათ შეძლონ წარმატებული ფუნქციონირება, ბიზნესის გაფართოება და განვითარება. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა წამყვან მომწოდებელ კომპანიებთან, რათა ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ყველაზე მორგებული სერვისები და ფასები,” – თქვა გიორგი ბარათაშვილმა, ალდაგის აღმასრულებელმა დირექტორმა. აუდიტორული კომპანია ფაინენშალ ოფისი არის MSI Global Alliance-ის წევრი, დამოუკიდებელი საბუღალტრო და იურიდიული ფირმების წამყვანი საერთაშორისო ალიანსის წევრი და საქართველოში ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც საბუღალტრო და აუდიტორულ, ასევე საგადასახადო მომსახურებას
IFRS სტანდარტები და IFRS მცირე და საშუალო საწარმოებისთვის
2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ კანონი, რომლის თანახმადაც ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) გამოყენება სავალდებულოა. საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასა (FPA) და საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ფონდს (IFRS Foundation) შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, FPA-ს მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი IFRS სტანდარტები ხელმისაწვდომი გახდა დაინტერესებული მხარეებისთვის. იხილეთ IFRS სტანდარტები (IFRS სტანდარტები, IFRS სტანდარტი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის) შემდეგ ბმულზე.
ფინანსური ოფისი საერთაშორისო ასოციაცია MSI GLOBAL ALLIANCE-ის წევრი გახდა!
2015 წლის 1 ივნისს აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისი დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი საერთაშორისო ასოციაცია MSI Global Alliance-ის წევრი გახდა, რომელიც წარმოდგენილი 240 ფირმით მსოფლიოს 100 ქვეყანაში.
Gino Paradise შემოუერთდა ჩვენი კლიენტების სიას
2015 წლის იანვარში აუდიტორულ კომპნია ფინანსურ ოფისსა და მრავალფუნქციურ აკვა პარკ Gino Paradise Tbilisi-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აუდიტორულ მომსახურებაზე.
ფინანსური ოფისის პროფესიული რისკები დაზღვეულია ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ
2015 წლიდან აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის პროფესიული რისკები უსაფრთხოებისა და დაცულობის მაღალი სტანდარტის დანერგვის მიზნით დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგი”-ში. აუდიტორული და ბუღალტრული პასუხისმგებლობის დაზღვევის წლიური ჯამური ლიმიტი შეადგენს 1 000 000 ლარს. დაზღვევა სრულად მოიცავს და ფარავს ჩვენი მიზეზით ჩვენს კლიენტზე საგადასახადო ორგანოების მხრიდან დაკისრებულ საგადასახადო ჯარიმას და საურავს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 4 წელია გასული ფინანსური ოფისის დაარსებიდან დღემდე და ჩვენი მიზეზით კლიენტებზე საგადასახადო ორგანოების მხრიდან დარიცხული საგადასახადო სანქცია არ ფიქსირდება, რაც უდავოდ ჩვენს კომპანიაში დასაქმებული მაღალკვალიფიციური და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პერსონალის დამსახურებაა.
მსოფლიო ბრენდი ჩვენი კლიენტების სიაში
2014 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება საბუღალტრო მომსახურებაზე აუდიტორულ კომპანია ფინანსურ ოფისსა და მსოფლიოში უმსხვილესი სწრაფი კვების ბრენდს Subway-ს შორის. Subway-მ დღევანდელი მონაცემებით გაუსწრო მსოფლიო სწრაფი კვების ბრენდს Mcdonalds მსოფლიოში რესტორნების რაოდენობით. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, Subway-ს მსოფლიოს 101 ქვეყანაში აქვს 39 747 ფილიალი, მაშინ როდესაც Mcdonalds მსოფლიოს 119 ქვეყანაში წარმოდგენილია 34 000 ფილიალით. წყარო: US Finance Post
ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ახლად რეგისტრირებული კომპანიებისთვის
ბიზნეს ადმინისტრირების მხარდაჭერის ცენტრი 2014 წელს რეგისტრირებული საწარმოებისთვის საქართველოს მასშტაბით ანხორციელებს ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ახალი საწარმოების მხარდაჭერას საკონსულტაციო მომსახურებით. ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ბიზნეს სუბიექტების მხარდაჭერას საქმიანობის საწყის ეტაპზე, რაც დაეხმარებათ მათ სწორად დაგეგმონ მომავალი სტრატეგიული და ფინანსური გეგმები. პროგრამის ფარგლებში მეწარმეები ყოველგვარი დანახარჯების გარეშე მიიღებენ კომპეტენტურ რჩევებს და პრაქტიკულ დახმარებას ბიზნეს ადმინისტრირების მხარდაჭერის სპეციალისტებისგან. საკონსულტაციო მომსახურება დამწყები მეწარმეებისთვის ვრცელდება ბიზნესის აღრიცხვიანობის, საგადასახადო და სამეწარმეო რეგულაციების სფეროში. სპეციალურად აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე კომპანიებისთვის გავრცელდება 50% ფასდაკლება აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის საბუღალტრო მომსახურების პაკეტებზე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ახლად რეგისტრირებული კომპანიების საგადასახადო რისკებს და ფინანსურ დანახარჯებს ბუღალტრულ აღრიცხვაზე. პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს გადაეცემათ მათ ბიზნეს საქმიანობაზე მორგებული სააღრიცხვო ფორმები, საკანონმდებლო ბაზა და სახელშეკრულებო შაბლონები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ 2014 წელს რეგისტრირებული კომპანიები. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა მეწარმეებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო განაცხადი.