2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ კანონი, რომლის თანახმადაც ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) გამოყენება სავალდებულოა.
საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასა (FPA) და საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ფონდს (IFRS Foundation) შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, FPA-ს მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი IFRS სტანდარტები ხელმისაწვდომი გახდა დაინტერესებული მხარეებისთვის.
იხილეთ IFRS სტანდარტები (IFRS სტანდარტები, IFRS სტანდარტი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის) შემდეგ ბმულზე.


